კომპანია SES-ის 2018 წლის სატელიტური ბაზრის კვლევის თანახმად საქართველოში IP ტელევიზია სწრაფად ფართოვდება, რაც მაღალი ხარისხის სატელევიზო სერვისის მიღებას გულისხმობს. კვლევის შედეგები ასევე გვიშვენებს, რომ სტანდარტული გაფართოების ეკრანებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირებულია, თუმცა გაზრდილია HD და Ultra HD ეკრანებზეა მოთხოვნა. საქართველოში ოჯახების 44.4%-ს HD და 15.3% Ultra HD გაფართოების ეკრანი აქვს, რაც წინა წლის მაჩვენებლებთან შედარებით HD ეკრანის შემთხვევაში 40.5%- ით, ხოლო Ultra HD- ს შემთხვევაში 10.6% -ით არის გაზრდილი. შეგახსენებთ, რომ SES ევროპის ყველაზე დიდი სატელიტური კომპანიაა, რომლის საშუალებითაც ციფრული სიგნალი მთელს აღმოსავლეთ ევროპას (მათ შორის საქართველოს) მიეწოდება. SES-ი მსოფლიოს მასშტაბით 355 მლნ ოჯახს ემსახურება, საქართველოში კი ასეთი ოჯახების რაოდენობა, 2018 წლის მონაცემებით 670 000-ია.