დეტალურად გაიგეთ, როგორია ელექტრომობილების დატენვის ფასები წუთების მიხედვით - ტარიფებში შეცვლილია - Palitra News

დეტალურად გაიგეთ, როგორია ელექტრომობილების დატენვის ფასები წუთების მიხედვით - ტარიფებში შეცვლილია

2019-04-10 10:56:41+04:00

ელექტრომობილების დატენვის საფასური შეიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "ი-სფეისი" ავრცელებს, რომელიც საქათველოს მასშტაბით ელექტრომობილის დამტენებს ამონტაჟებს.

კერძოდ, კომპანიის ცნობით, შეიცვალა სწრაფი დამტენის ტარიფის დაანგარიშების პრინციპი. უფრო კონკრეტულად კი; სწრაფი დამტენით სარგებლობის პირველი 20 წუთის განმავლობაში, 1 წუთის ღირებულება შეადგენს კვლავაც 50 თეთრს; დამტენით შემდეგი 20 წუთი სარგებლობისთვის, 1 წუთში გადაიხდით 35 თეთრს; ხოლო, სწრაფი დამტენით სარგებლობის 41-ე წუთიდან ნებისმიერ დრომდე, 1 წუთის ღირებულება 25 თეთრს შეადგენს.

E –space-ის დამფუძნებელი სულხან გვალია ამბობს, რომ ტარიფის საფასურის კიდევ მეტად დაკლებას, კომპანია, ახლო მომავალში ვეღარ შეძლებს, რადგან ამის რესურსი, ჯერჯერობით არ გააჩნიათ.