გურამ პეტრიაშვილმა პრეზიდენტის ტრიბუნიდან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა მოითხოვა - Palitra News

გურამ პეტრიაშვილმა პრეზიდენტის ტრიბუნიდან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა მოითხოვა

2019-04-09 20:34:40+04:00

პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრის გურამ პეტრიაშვილმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ გარკვეული პერიოდით პრეზიდენტის ტრიბუნა დაიკავა. იგი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ითხოვდა. მან პრეზიდენტის ტრიბუნიდან პენსიის ოდენობა გააპროტესტა და პრეზიდენტს და მთავრობის წევრებს მოუწოდა ხალხს მიხედონ.