ქუთაისში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანის ჩონჩხი იპოვეს - Palitra News

ქუთაისში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანის ჩონჩხი იპოვეს

2019-04-09 17:14:35+04:00

ქუთაისში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანის ჩონჩხი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ჩონჩხი ნაგვის კონტეინერში აღმოაჩინეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცველები ადგილზე მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტორს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.