ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა - Palitra News

ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა

2019-04-09 13:06:03+04:00

ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი რუსეთში, ორენბურგის ოლქში მდებარე ციხიდან გათავისუფლდა.როგორც საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი" იუწყება, მის შემდგომ ბედს სამართალდამცველები გადაწყვეტენ."ტარიელ ონიანი გათავისუფლებულია კოლონიიდან სასამართლოს გადაწყვეტილებით. მისი შემდგომი ბედი სამართალდამცველების კომპეტენციაშია", - განაცხადეს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურში.შეგახსენებთ, რომ აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი იყო ტარიელ ონიანის დეპორტირებაზე, ვინაიდან მას რუსეთის მოქალაქეობა არ აქვს. აღსანიშნავია, რომ 2006 წელს ონიანმა ნებაყოფლობით თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე.