რუსული მედიის ინფორმაციით, ტარიელ ონიანი ციხიდან დღეს გამოვა - Palitra News

რუსული მედიის ინფორმაციით, ტარიელ ონიანი ციხიდან დღეს გამოვა

2019-04-09 11:33:05+04:00

ქართველი "კანონიერი ქურდი" ტარიელ ონიანი დღეს, სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს. რუსული პრესის ინფორმაციით, მას სასჯელი შეუმსუბუქდა და სწორედ ამიტომ ვადაზე ადრე გათავისუფლება მოუწევს.არსებული ინფორმაციით, რუს სამართალდამცავებს სურდათ, რომ კრიმინალური ავტორიტეტი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, სამართალდამცავთა 3-წლიანი ზედამხედველობის ქვეშ ყოფილიყო. მათ სასამართლოს თხოვნით მიმართეს, ონიანმა თვეში ორჯერ პრობაცია გაიაროს და აღრიცხვაზე იყოს, ასევე სახლი არ დატოვოს 22:00-დან 06:00-მდე. სამართალდამცავთა მტკიცებით, ეს აუცილებელიც კი არის, რადგან კოლონიაში ყოფნისას, ონიანმა წესრიგი 253-ჯერ დაარღვია. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ონიანს რუსეთის და ესპანეთის მოქალაქეობა აქვს. საქართველოს მოქალაქეობა მან 2006 წელს საკუთარი სურვილით დათმო