დეპუტატები ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე სტრასბურგში აპრილში დანიშნულ საპარლამენტო სესიას ვერ დაესწრებიან. როგორც ეკა ბესელიამ "პალიტრა ნიუსთან" საუბრისას განაცხადა, სესიაზე სტრასბურგში დეპუტატები საკუთარი ხარჯებით უნდა წასულიყვნენ, რისი საშუალებაც მათ არ აქვთ. მისივე განმარტებით, აღნიშნული განპირობებულია პარლამენტის თავმჯდომარის უკანონო გადაწყვეტილებით, რომელიც დელეგაციის ხელმძღვანელმა აღასრულა და დეპუტატები დელეგატთა სიიდან ამოიღო. ეკა ბესელიას შეფასებით, აღნიშნული პოლიტიკური შურისძიებაა, რაც საბოლოო ჯამში, ქვეყანას არასახარბიელო მდგომარეობაში აგდებს.