დღეს ზეიმია სიყვარულისა, ყოველმა ჩვენთაგანმა სიხარული უნდა მიანიჭოს თავის ახლობლებს - ილია მეორე - Palitra News

დღეს ზეიმია სიყვარულისა, ყოველმა ჩვენთაგანმა სიხარული უნდა მიანიჭოს თავის ახლობლებს - ილია მეორე

2019-04-07 16:10:12+04:00

დღეს ზეიმია სიყვარულისა, ყოველმა ჩვენთაგანმა სიხარული უნდა მიანიჭოს თავის ახლობლებს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. შეგახსენებთ მართლმადიდებელი ეკლესია 7 აპრილს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. სახარების თანახმად, ამ დღეს ყოვლადწმინდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისგან იხსნა.