როგორია დიღმის მასივში აფეთქებისას დაშავებული 8 თვის ბავშვის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი - Palitra News

როგორია დიღმის მასივში აფეთქებისას დაშავებული 8 თვის ბავშვის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი

2019-04-07 16:02:24+04:00

დიღმის მასივში აფეთქებისას დაშავებული რვა თვის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ იაშვილის სახელობის კლინიკის პედიატრმა სოფიო კუსიანმა განაცხადა. ექიმის ცნობით, პაციენტს მცირე ექსკორიაციები აღენიშნებოდა და ამ ეტაპზე დაკვირვების მიზნით კლინიკაში რჩება. ბოლო ინფორმაციით დიღმის მასივში მომხდარ აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა მათ შორის 8 თვის ბავშვია.