კომპანია Warner Bros.-მა ფილმის „ჯოკერი“ პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა. ფილმი ბეტმენის ნომერი პირველი მტერის პრეისტორიას შეეხება. მთავარი გმირის როლს ხოაკინ ფენიქსი ასრულებს. მოქმედება 1980-იან წლებში ხდება. ჯამბაზი არტურ ფლეკი (ჯოკერი) ჩადის გოთემში, რათა მოუაროს დედას და კომიკოსის კარიერა ააწყოს.