წითელას ეპიდაფეთქება კვლავ გრძელდება ქვეყანაში და ყოველდღიურად 15-20 ახალი შემთხვევა ფიქსირდება - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პალიტრანიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, წითელა განსაკუთრებით 20-იდან 40 წლის ადამიანებში ვრცელდება, რადგან ამ ასაკის ადამიანები ან არ არიან აცრილი, ან არ აქვთ ეს დაავადება გადატანილი. როგორც მან აღნიშნა, წითელას აცრის გარდა ვერაფერი შეაჩერებს.