რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, მას ეჭვი არ ეპარება, რომ დასავლეთი უკრაინაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს ლეგიტიმურად მიიჩნევს მიუხედავად არაერთი დარღვევისა. რუსულ მედიასთან საუბრისას ლავროვმა აღნიშნა, რომ მოსკოვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მინსკის შეთანხმებების შესრულება, შეგახსენებთ, აღნიშნული შეთანხმება აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას ისახავს მიზნად. უკრაინაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის და პრორუსული ძალების მიერ კონტროლირებადი აღმოსავლეთ რეგიონების მოსახლეობამ ვერ მიიღო მონაწილეობა. რაც შეეხება არჩევნების პროცესის შეფასებას, როგორც საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს, საერთო ჯამში არჩვენების პირველი ტური მშვიდად და მნიშნელოვანი დარღვევების გარეშე ჩატარდა.