2019 წლის 1-ლი მარტის მდგომარეობით, შინამეურნეობებზე ეროვნული ვალუტით 7 მილიარდ 956 მილიონი ლარის სესხია გაცემული. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტით საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი 3 მილიარდ 260 მილიონი ლარის მოცულობის სამომხმარებლო სესხია გაცემული. მას მოსდევს მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხები - მილიარდ 800 მილიონი ლარით; ხოლო მე-3 ადგილზე მილიარდ 481 მილიონი ლარით უძრავი ქონების შესაძენად და რემონტისთვის გაცემული სესხებია.რაც შეეხება უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებს, 1-ლი მარტის მდგომარეობით, ყველაზე მეტი 4 მილიარდ 531 მილიონი ლარის სესხი უძრავი ქონების შესაძენად და რემონტისთვის არის გაცემული, მე-2 ადგილზეა - მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხები - 936 მილიონ 200 ათასი ლარით, მე-3 ადგილს კი 567 მილიონ 800 ათასი ლარის მოცულობით სამომხმარებლო სესხი იკავებს.