ბათუმში ტურიზმის ფესტივალი "ტურისტერი" გაიმართა - Palitra News

ბათუმში ტურიზმის ფესტივალი "ტურისტერი" გაიმართა

2019-04-02 16:50:41+04:00

ბათუმში ტურიზმის ფესტივალი "ტურისტერი" გაიმართა. ფესტივალი "ტურიზმის ინსტიტუტისა" და მარკეტინგული კომპანია "შინდის" ერთობლივი პროექტია და მისი მიზანია შექმნას ტურიზმის გამოწვევებისა და შესაძლებლობების გააზრების პლატფორმები. ფორუმი პანელურ დისკუსიებს მოიცავდა. ღონისძიებაზე დარგის ექსპერტებმა სექტორში არსებული გამოწვევები განიხილეს და 3 ძირითად მიმართულებაზე იმსჯელეს. ესენია: საკანონმდებლო რეგულაციები, ტურიზმის პოლიტიკა, კლიმატური ცვლილებები და ტურიზმის განვითარების ურთიერთქმედება. ღონისძიების ორგანიზატორის განცხადებით, ფესტივალის მიზანია სექტორში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, სეზონურობის დაძლევა და რეგიონის, როგორც ოთხივე ტურისტულ სეზონზე მიმზიდველი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია. ფესტივალის ერთ-ერთი მიმართულება აჭარული სამზარეულოს წარმოჩენაა.ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათი განცხადებით, დეპარტამენტი, მუნიციპალიტეტებში აქტიურად განაგრძობას მუშაობს, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ტურისტული პროდუქტების შექმნის კუთხით. ფესტივალს სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების, ტურისტული ობიექტებისა და ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათი განცხადებით, ,,ტურისტერი“ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აჭარაში ტურისტული პროდუქტების განვითარებასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასფესტივალის ფარგლებში ასევე მოეწყო სტარტაპების გამოფენა, სადაც დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა სხვადასხვა პროფილის კომპანიების მაღალ-ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებსა და ალტერნატიულ ტურისტულ პროდუქტებს გაცნობოდნენ. თავის მხრივ სტარტაპებს კი შესაძლებლობა მიეცათ, რომ დაამყარონ კავშირები ახალ ბიზნესწამოწყებებთან ტურიზმის სფეროში. აღსანიშნავია, რომ ,,ტურისტერი“ ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება.