საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენა გაიხსნა. საგამოფენო დარბაზში ზვიად გამსახურდიას ფოტოებთან ერთად გამოფენილია საქართველოს სახელმწიფოებრიობრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. აგრეთვე, მის მიერ შექმნილი პუბლიცისტური და ლიტერატურული ნაშრომები, გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს პირველი პრეზიდენტის საარქივო ვიდეომასალები. მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ფოსტამ ზვიად გამსახურდიას იუბილესთან დაკავშირებით საფოსტო მარკა გამოუშვა, რომლის ნახვაც გამოფენის ფარგლებშია შესაძლებელი.