დევნილების ნაწილმა პარლამენტის წინ აქცია გამართა - Palitra News

დევნილების ნაწილმა პარლამენტის წინ აქცია გამართა

2019-03-29 14:06:02+04:00

დევნილებმა, რომლებიც უკვე 26 წელია, კომპაქტურად არიან ჩასახლებული, ან, თავიანთი სახსრებით იხდიან საკუთარი საცხოვრებლის ქირის თანხას, პარლამენტის წინ აქცია გამართეს. ისინი სახელმწიფოს ბინებით დაკმაყოფილებას თხოვენ. როგორც ერთ-ერთმა დევნილმა, ფიქრია ცალანმა განაცხადა, ისინი უკვე 26 წელია ითხოვენ საცხოვრებელ ფართებს და რამდენიმე მინისტრთან შეხვედრის მიუხედავად, მათ დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერც ერთხელ ვერ მიიღეს.