რუსთავი-თბილისი-დიდუბის მიმართულებით, მგზავრთა გადაყვანა პარალიზებულია. აღნიშნულ მარშრუტზე კომპანია "ინტერტრანსის" კუთვნილი ყვითელი მიკროავტობუსები დილიდან აღარ მოძრაობენ. როგორც "პალიტრანიუსთან" საუბარში, "ინტერტრანსში" აღნიშნულ მარშრუტზე დასაქმებულმა მძღოლებმა განაცხადეს, კომპანიამ, მათ ყოველდღიურად შესატანი თანხა 10 ლარით, 70 ლარამდე გაუზარდა. მძღოლებისგან უარის მიღების შემდეგ კი მათ ავტოსადგომიდან ხაზზე გასასვლელად მიკროავტობუსები აღარ გამოატანეს. კომპანია "ინტერტრანსში" აცხადებენ, რომ ყოველდღიურად მძღოლების მიერ შესატანი თანხა, გაზაფხულზე მგზავრთა ნაკადის გაზრდასთან ერთად, იზრდება და შარშან მარტში რა გადასახადიც იყო, ახლაც იგივეა.