ე.წ. ყვითელი სამარშრუტო ტაქსები, სავარაუდოდ, თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე აღარ იმოძრავებენ - Palitra News

ე.წ. ყვითელი სამარშრუტო ტაქსები, სავარაუდოდ, თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე აღარ იმოძრავებენ

2019-03-28 15:13:31+04:00

ყვითელმა სამარშუტო ტაქსებმა შესაძლოა დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე აღარ იარონ. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ვიცე მერმა ირაკლი ხმალაძემ განუცხადა. მისივე თქმით ყვითელი მიკროავტობუსები სავარაუდოდ შიდასაუბნო ტერიტორიაზე გადაინაცვლებს და ცენტრალურ სატრანსპორტო საშუალებებთან დამაკავშირებლის ფუნქციას შეასრულებს. ხმალაძე კონკრეტულ თარიღებზე ვერ საუბრობს თუმცა აღნიშნავს, რომ ამ პროცესზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.