რა ხდებოდა სასამართლოში მას შემდეგ, რაც მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა მიესაჯა - ოჯახის წევრების ემოციური კადრები და სასწრაფო დამხარება ადგილზე - Palitra News

რა ხდებოდა სასამართლოში მას შემდეგ, რაც მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა მიესაჯა - ოჯახის წევრების ემოციური კადრები და სასწრაფო დამხარება ადგილზე

2019-03-27 13:47:08+04:00

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობასა და ლორა სმიტის გაუპატირების საქმეზე მსჯავრდებულ მალხაზ კობაურს მოსამართლემ უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მოსამართლის მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში კობაურის ოჯახის უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ შეუძლოდ გახდა კობაურის დედა, ასევე ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი, რომელმაც გონება დაკარგა. ისინი რამდენიმე წუთის წინ, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

იხილეთ: ემოციური ვიდეო გორის სასამართლოდან: მას შემდეგ, რაც მალხაზ კობაურის განაჩენი გამოცხადდა, ბრალდებულის დედა შეუძლოდ გახდა

მალხაზ კობაური უვადო პატიმრობის მისჯამდე წამებით ადრე და მომენტი, როცა მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა - შიდა კადრები სმიტების საქმის ბოლო სხდომიდან