ნიუ-იორკის შტატში წითელას ეპიდემიის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. როკლენდის რეგიონში საჯარო სივრცეებში აუცრელი ბავშვების გამოჩენა აიკრძალა, მას შემდეგ რაც წითელათი ინფიცირების 153 შემთხვბევა გამოვლინდა. ამ აკრძალვის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევს ჯარიმა 500 დოლარი და 6 თვემდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. წითელას ეპიდემიაა ვაშინგტონის, კალიფორნიის, ტეხასისა და ილინოისის შტატებშიც. ვაქცინაციის შემთხვევები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით შემცირდა, ამის მიზეზად მშობლები რელიგიურ და ხშირად ფილოსოგფიურ მიზეზებს ასახელებენ, ან მატ აქვთ არასწორი ინფორმაცია, რომ ვაქცინა თითქოს ბავშვებში აუტიზმს იწვევს.