ტექნოლოგიების პირველი ფესტივალი, სახელად „მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია“ საქართველოში სილიკონ ველი თბილისის ტერიტორიაზე გაიმართა. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს პირველი ტექნოლოგიური ფესტივალისთვის, მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიური ბრენდები, ტექ-სტარტაპერები და საქართველოს ლიდერი აიტი კომპანიები ერთ სივრცეში, ტექნოლოგიების უახლესი ტრენდების გარშემო, გაერთიანდნენ. ფესტივალს ტექნოლოგიური სფეროს წამყვანი კომპანიების პარალელურად, სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ღონისძების დასასრულს ტექნოლოგიურმა კომპანიებმა პროექტ დაასაქმე Smart სტუდენტის ფარგლებში სტუდენტური ვაკანსიები წარადგინეს.