17:10
2 ივლისი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
117 დეპუტატი სამის წინააღმდეგ - საკონსტიტუციო ცვლილება, რომლითაც 2020-ის არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება, მიღებულია
29-06-2020

პარლამენტმა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება. საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს 117-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგ წავიდა.

პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება საარჩევნო ბლოკებს, მათ იმდენ პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ, რამდენი პარტიაც იქნება ბლოკში გაერთიანებული.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი შეიქმნება.

AutoPlay
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0463 ლარი გახდა
გამოქვეყნდა 2 წუთის წინ
ენტონი ფაუჩი - თუ სიტუაციას არ გავაკონტროლებთ, აშშ უფრო დიდი ეპიდაფეთქების წინაშე აღმოჩნდება
გამოქვეყნდა 23 წუთის წინ
საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმის განხილვა მიმდინარეობს
გამოქვეყნდა 25 წუთის წინ
უნგრეთი ევროკავშირის მიერ შეთავაზებული უსაფრთხო ქვეყნებიდან საზღვრებს მხოლოდ სერბეთისთვის გახსნის
გამოქვეყნდა 57 წუთის წინ
თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთებაზე გადაწყვეტილების მიღება 15 დღით გადადო
გამოქვეყნდა 58 წუთის წინ
ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები