მალხაზ კობაურმა სასამართლო პროცესზე საბოლოო სიტყვაში მის უდანაშაულობაზე ისაუბრა - ადვოკატი - Palitra News

მალხაზ კობაურმა სასამართლო პროცესზე საბოლოო სიტყვაში მის უდანაშაულობაზე ისაუბრა - ადვოკატი

2019-03-25 18:06:23+04:00

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატები მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ. აღნიშნული ინფორმაცია კობაურის ადვოკატმა, ვასილ მამულაშვილმა ჟურნალისტებს გორის რაიონულ სასამართლოში მიაწოდა. მისივე განმარტებით, მალხაზ კობაურმა დღეს თავის საბოლოო სიტყვაში მის უდანაშაულობაზე ისაუბრა. მალხაზ კობაურის საქმეზე ნაფიცმსაჯულები გადაწყვეტილებას სავარაუდოდ დღეს მიიღებენ.