რა სასჯელი განუსაზღვრა სასამართლომ 13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულს? - Palitra News

რა სასჯელი განუსაზღვრა სასამართლომ 13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულს?

2019-03-24 14:17:35+04:00

რუსთავში 13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულს იძულებითი მკურნალობა განესაზღრა. როგორც პალიტრანიუსს რუსთავის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, მოსამართლე მადონა მაისურაძემ პროკურატურის მიერ წარდგენილი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით, უწყების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ვალერი ირემაძეს ორწლიანი იძულებითი მკურნალობა განუსაზღვრა.13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულ პირი იძულებით მკურნალობას ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაივლის. რუსთავში, მკვლელობა 10 თებერვალს მოხდა.ვალერი ირემაძემ 13 წლის ძმისშვილი ცივი იარაღის გამოყენებით მოკლა.