ბათუმში გარდაცვლილი 28 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლები აქციაზე ექიმის და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მისვლას ითხოვენ."მიცვალებული მივატოვეთ და ამ წვიმაში ვდგავართ იმისათვის, რომ სამართალს მივაღწიოთ. არ დავიშლებით, თუ მკურნალი ექიმი აქ არ მოვა! თუ მართალია, რატომ იმალება? მოვიდეს აქ! გაუუქმეთ ექიმს ლიცენზია! რატომ არ ესმის საზოგადოების აზრი და გულისტკივილი?", - ამ სიტყვებით მიმართეს აქციის მონაწილეებმა მათთან მისულ აჭარის პოლიციის წარმომადგენლებს.ძალოვანი უწყების წარმომადგენელი აქციის მონაწილეებს დაპირდა, რომ გამოძიების ფარგლებში ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება და მათ კითხვებს პასუხი გაეცემა.შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ბათუმში 28 წლის ქალი კლინიკაში გარდაიცვალა, ოჯახის წევრები ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებენ. მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
იხილეთ: