ბათუმში გარდაცვლილი 28 წლის მელანო ფუტკარაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ნიჟარაძე შეხვდა.აქციის მონაწილეებმა მას გამოძიების დასრულებამდე გარდაცვლილი გოგონას მკურნალი ექიმის სამსახურიდან გათავისუფლება მოსთხოვეს.„ექსპერტიზის დასკვნამდე მკურნალმა ექიმმა ეკა ფუტკარაძემ დაწეროს განცხადება და გადადგეს. დასკვნის შემდეგ თუ ის დამნაშავე არ აღმოჩნდება, ჩვენ ბოდიშს მოვუხდით“, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ამ წუთებში, ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ადმინისტრაციას ხვდება.შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ბათუმში 28 წლის ქალი კლინიკაში გარდაიცვალა, ოჯახის წევრები ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებენ. მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.