"არაფერი არ ჭირს, წაიყვანეთ სახლში, თბილ წყალში ფეხები ჩააწყობინეთო" - ბათუმში 28 წლის გოგონას გარდაცვალებაში ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ - Palitra News

"არაფერი არ ჭირს, წაიყვანეთ სახლში, თბილ წყალში ფეხები ჩააწყობინეთო" - ბათუმში 28 წლის გოგონას გარდაცვალებაში ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ

2019-03-22 20:18:04+04:00

ბათუმში 28 წლის გოგონას გარდაცვალებაში ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ. როგორც ახალგაზრდა ქალის ოჯახის წევრები აცხადებენ, გოგონა რამდენიმე დღის წინ მუცლის ტკივილით რეფერალურ ჰოსპიტალში მიიყვანეს, თუმცა რამდენიმე დღეში, დიაგნოზის გარეშე გაწერეს.მათივე ინფორმაციით, ტკივილის განმეორების შემდეგ 28 წლის გოგომ უკვე კლინიკა "მედცენტრს" მიმართა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს, ვინაიდან განვითარებული იყო სეფსისი.ახლობლები რეფერალური ჰოსპიტალის ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებენ და მათ წინააღმდეგ ჩივილს აპირებენ.