Gebrüder Weiss-მა თბილისში ახალი ლოგისტიკური ტერმინალი გახსნა - Palitra News

Gebrüder Weiss-მა თბილისში ახალი ლოგისტიკური ტერმინალი გახსნა

2019-03-21 11:28:16+04:00

6 თვიანი სამშენებლო სამუშაოების შემდეგ, ევროპის წამყვანმა სატრანსპორტო და ლოგისტიკურმა კომპანია Gebrüder Weiss -მა თბილისში ახალი ლოგისტიკური ტერმინალი ოფიციალურად გახსნა. გაფართოების შედეგად, კომპანიის არსებულ ტერმინალს დაემატა 2300 კვადრატული მეტრის ფართობის ტვირთების დასამუშავებელი სივრცე, 7800 კვადრატული მეტრის ფართობის ღია, მოპირკეთებული სივრცე და 300 კვადრატული მეტრის ფართობის საოფისე სივრცე. მთლიანობაში კომპანიის თბილისის ფილიალი 90 ათას კვადრატულ მეტრს ფარავს. ახალი სასაწყობო პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, მომხმარებელს აქვს პირდაპირი წვდომა ტვირთზე და შეუძლია ნებისმიერ დროს თვალი ადევნოს მათ მდებარეობას.პირველი ფილიალი „გებრიუდერ ვაისმა“ საქართველოში 2012 წლის დასაწყისში გახსნა და მას შემდეგ, აბრეშუმის გზაზე პიონერი ევროპული კომპანიაა. 2013 წელს განხორციელებული ძირითადი ინვესტიცია 10 მლნ ევროს შეადგენდა, რასაც მოგვიანებით, კომპანიის ყოველწლიური გაფართოვება მოჰყვებოდა. 2012 წლიდან დღემდე განხორციელებულმა ინვესტიციებმა ჯამში 16 მილიონ ევრომდე მიაღწია. ამასთან, კომპანიამ, 530 ათასი ტონა საქონლის ტრანსპორტირება განახორციელა. პროდუქცია, ძირითადად, მოიცავს სამომხმარებლო საქონელს, ხელსაწყოებს, საავტომობილო ნაწილებს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას და საკვებ პროდუქტებსღონისძიებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრიც დაესწრო. მაია ცქიტიშვილის თქმით, ის რომ "გებრიუდერ ვაისი" საქართველოში დამატებით 2,5 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს, იმ პოლიტიკის შედეგია, რომელსაც სახელმწიფო აწარმოებს ეკონომიკური განვითარების მიმართულებითაღსანიშნავია, რომ კავკასიის მასშტაბით Gebrüder Weiss კლიენტებს სთავაზობს სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ტვირთების გადაზიდვის, სასაწყობო ლოგისტიკის, საბაჟო მომსახურებისა და სხვა ლოგისტიკურ სერვისებს. 7 ათასზე მეტი თანამშრომლით, საწარმოს კუთვნილებაში არსებული 150 ობიექტითა და მილიარდ 67 მილიონი ევროს ოდენობის წლიური ბრუნვით, Gebrüder Weiss ერთ-ერთი ლიდერია ევროპის წამყვან სატრანსპორტო და ლოგისტიკურ კომპანიებს შორის.