"ზურაბიშვილი გვეყოლება "გასაკოჭი", ჩვენ უნდა ავიცრათ და პარტნიორებს ვუთხრათ, რომ ერთ ყურში შეუშვან და მეორედან გამოუშვან ამ ქალის ნათქვამი" - უგულავა - Palitra News

"ზურაბიშვილი გვეყოლება "გასაკოჭი", ჩვენ უნდა ავიცრათ და პარტნიორებს ვუთხრათ, რომ ერთ ყურში შეუშვან და მეორედან გამოუშვან ამ ქალის ნათქვამი" - უგულავა

2019-03-20 11:52:42+04:00

სალომე ზურაბიშვილი გვეყოლება „გასაკოჭი“, ოღონდ ლინგვისტური თვალსაზრისით, რომ ასეთი სისულელეები არ ილაპარაკოს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.გიგი უგულავამ საქართველოს პრეზიდენტის ბოლო პერიოდის განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ქვეყნის სირცხვილი და მომდევნო 6 წლის განმავლობაში ქვეყანას „ამ სირცხვილის ატანა“ მოუწევს.უგულავას შეფასებით, სალომე ზურაბშვილმა ტკბილი სიბერე მოიწყო და მას ქვეყანაზე არაფერი აინტერესებს.