ფოთის მერიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა - Palitra News

ფოთის მერიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა

2019-03-19 20:08:38+04:00

ფოთის მერიაში შემოსულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და დაინტერესებულია მალთაყვის რეაბილიტაციის პროექტის ფინანსური დოკუმენტაციით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფოთის მერიაში განუცხადეს.„საქმე ეხება 2015-2017 წლებს. აქვე ვაცხადებთ, რომ პროექტის შეუსრულებლობის გამო ფოთის მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება მიმდინარე წლის იანვარში შეწყვიტა და ამჟამად საქმე სასამართლოშია“, - განაცხადეს მერიაში.ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ფოთის მერიაში დღეს შევიდა.