"ელმავალმშენებელი" ქარხნის თანამშრომლების აქცია სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით - Palitra News

"ელმავალმშენებელი" ქარხნის თანამშრომლების აქცია სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით

2019-03-19 18:35:50+04:00

„ელმავალმშენებელი“ ქარხნის თანამშრომლები სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით ისინი ქარხნის ტერიტორიაზე აქციას მართავენ.აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მათ სახელფასო დავალიანების დაფარვის დაპირება ქარხნის ადმინისტრაციისგან 5 მარტს მიიღეს.გაერთიანებული პროფკავშირის ინფორმაციით, „ელმავალმშენებელი“ ქარხნის ინვესტორმა პირობა დაარღვია, კერძოდ, წერილობითი აღებული ვალდებულებით, მუშებს 6-თვიანი დავალიანება 19 მარტს უნდა დარიცხოდათ.აქციის მონაწილეები „ელმავალმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან და დაშლას არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.