გავრცელებული ინფორმაციით, დიდ დიღომში ხანძრისას დაშავებული პირი ცეცხლის განზრახ გაჩენაშია ბრალდებული - Palitra News

გავრცელებული ინფორმაციით, დიდ დიღომში ხანძრისას დაშავებული პირი ცეცხლის განზრახ გაჩენაშია ბრალდებული

2019-03-18 20:14:15+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომლის თანახმად, დიდ დიღომში, ტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძრისას დაშავებული პირი ცეცხლის განზრახ გაჩენაშია ბრალდებული. უწყებაში აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რის გამოც დამატებით დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებენ. არსებული ინფორმაციით, დიდ დიღომში საწყობი, სავარაუდოდ, განზრახ დაწვეს, რაშიც ხანძრის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ბრალდებულია.