ირაკლი კვარაცხელია სენაკში იოანე ნათლისმცემელის ტაძარში დაასვენეს - ახლობლების ინფორმაციით მას დედის გვერდით დაკრძალავენ - Palitra News

ირაკლი კვარაცხელია სენაკში იოანე ნათლისმცემელის ტაძარში დაასვენეს - ახლობლების ინფორმაციით მას დედის გვერდით დაკრძალავენ

2019-03-17 13:07:06+04:00

ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილ 28 წლის ირაკლი კვარაცხელიას საკუთარი სახლიდან იოანე ნათლისმცემლის ტაძარში ეკლესიაში გადაასვენებენ. ახლობლების ინფორმაციით, ირაკლი კვარაცხელიას სენაკში, დედის გვერდით დაკრძალავენ. გუშინ გარდაცვლილის ნათესავებს შერიგებისა და თანასწორობის საკიტხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთი ციხელაშვილმა მიუსამძიმრა. პანაშვიდზე მივიდა ოპკუპანტების მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას დედაც. ირაკლი კვარაცხელია გალის რაიონში, ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე 12 მარტს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. წინა დღეს ის დააკავეს. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ვერსიით, ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა. თუმცა, გარდაცვლილის ნათესავებს გავრცელებული ვერსიის არ სჯერათ. ისინი არც კვარაცხელიას ავადმყოფობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებენ.