თვითმხილველების ინფორმაციით, ქუთაისი–ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი რელსებიდან გადავიდა. შემთხვევა ქუთაისში, რკინიგზის სადგურიდან დაახლოებით 150 მეტრში მოხდა.
ფაქტის შესახებ "საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს."დღეს, 17:50 საათზე ელექტრომატარებელი #683 ქუთაისი-ბათუმი სადგურიდან გასვლამდე გოგორწყვილის ჩავარდნის გამო, ასცდა ლიანდაგს. შემთხვევის შედეგად მგზავრები არ დაშავებულან. რეისი მოხსნილია მსვლელობიდან. თითოეულ მგზავრს სრულად აუნაზღაურდა მგზავრობის საფასური“, - ნათქვამია „საქართველოს რკინიზგის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.