ამოღებულია 921 აბი "ექსტაზი" - სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს - Palitra News

ამოღებულია 921 აბი "ექსტაზი" - სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს

2019-03-16 15:28:03+04:00

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 921 აბი ნარკოტიკული საშუალება "ექსტაზი" ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.