კალიფორნიის გუბერნატორმა სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი გამოაცხადა. ამის შესახებ "როიტერსი" იტყობინება. როგორც ცნობილია გუბერნატორი გევინ ნიუსომი მორატორიუმის გამოცხადებას 13 მარტს აპირებს. შედეგად 737 პატიმარი, რომელსაც სიკვდილით დასჯა ჰქონდა მისჯილი, სასჯელს გადაურჩება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს რომ მათ გაათავისუფლებენ. მორატორიუმის ფარგლებში დაიხურება სახელმწიფო სააღსრულებლო კომიტეტიც.