ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს პარლამენტში მოუსმინეს. ჯანდაცვის კომიტეტის სხდომას სოციალური მუშაკებიც ესწრებოდნენ. მათ საკუთარ სამუშაო პირობებზე ისაუბრეს და ჯანდაცვის მინისტრი სიცრუეში დაადანაშაულეს. როგორც სოციალურმა მუშაკებმა აღნიშნეს, დავით სერგეენკო სოციალური მუშაკების რაოდენობას კი არ ზრდის, სამსახურიდან წასული თანამშრომლების ახალი კადრებით შევსებას ცდილობს. სერგეენკოსთან მწვავე შეკითხვები ჰქონდათ დეპუტატებსაც.