რა თანამდებობას დაიკავებს ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ - ყოფილი პრემიერი კალაძემ ოფიციალურად წარადგინა - Palitra News

რა თანამდებობას დაიკავებს ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ - ყოფილი პრემიერი კალაძემ ოფიციალურად წარადგინა

2019-03-05 12:06:38+04:00

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება და პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური მდივნის თანამდებობას დაიკავებს. ეს გადაწყვეტილება ცნობილი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. ამასთან, პარტიაში შემოღებულია ახალი თანამდებობა - პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივნის პოსტი, რომელსაც გია ვოლსკი დაიკავებს.