წელს სოციალური მუშაკების რაოდენობა გაიზრდება - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პარლამენტში განაცხადა. სერგეენკომ ჯანდაცვის კომიტეტის წევრებს სოციალური მომსახურების სააგენტოს რეფორმირების გეგმა გააცნო. ჯანდაცვის მინისტრმა ასევე ისაუბრა ბავშვთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე. ამ წუთებში დავით სერგეენკო უკვე დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.