მთაწმინდაზე მამაკაცმა სამართალდამცავების მიმართულებით ისროლა - Palitra News

მთაწმინდაზე მამაკაცმა სამართალდამცავების მიმართულებით ისროლა

2019-03-04 20:52:36+04:00

რამდენიმე წუთის წინ მთაწმინდაზე ორმხრივი სროლა იყო. როგორც "პალიტრანიუსს" თვითმხილველებმა აცნობეს, საშუალო ასაკის მამაკაცმა სამართალდამცავების მიმართულებით ისროლა. შემთხვევა ვეჯინის ქუჩაზე მოხდა. აღნიშნულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.როგორც "პალიტრანიუსს" შსს-ში განუცხადეს, სამართალდამცველები ყაჩაღობაში ბრალდებული პირის დაკავებას ცდილობდნენ, რა დროსაც მან სამართალდამცველების წინააღმდეგ გასროლა განახორციელა, რის შემდეგაც სამართალდამცველები იძულებულნი გახდნენ გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში განეხორციელებინათ. შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, ხოლო ბრალდებული უკვე დაკავებულია. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.