გორის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია დაიშალა - Palitra News

გორის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია დაიშალა

2019-03-02 19:01:26+04:00

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია დაიშალა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ერთ-ერთმა წევრმა, ირმა ამბარდნიშვილმა ფრაქციის დატოვების შესახებ განცხადებით მუნიციპალიტეტის საკრებულოს კანცელარიას მიმართა.

როგორც საკრებულოში აცხადებენ, მას შემდეგ, რაც აღნიშნული განცხადება დარეგისტრირდა, ფრაქცია ფაქტობრივად დაშლილია. აღნიშნული საკითხი საკრებულო სხდომაზე 11 მარტს განიხილება.თავად ირმა ამბარდნიშვილი, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალა, კომენტარს არ აკეთებს. კომენტარისგან ასევე თავს იკავებენ ფრაქციის სხვა წევრებიც.