"გორგიას" გლდანის ფილიალმა ერთი წლის იუბილე ფასდაკლებებითა და სიახლეებით აღნიშნა - Palitra News

"გორგიას" გლდანის ფილიალმა ერთი წლის იუბილე ფასდაკლებებითა და სიახლეებით აღნიშნა

2019-03-02 17:34:19+04:00

სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტის "გორგიას" გლდანის ფილიალმა ერთი წლის იუბილე ფასდაკლებებითა და სიახლეებით აღნიშნა. „გლდანი სითი მოლის“ ტერიტორიაზე განთავსებული ფილიალი „გორგიას“ მომხმარებლებს ექსკლუზიურ ფასდაკლებებსა და სიახლეებს სთავაზობს. ფასდაკლებები ვრცელდება ლამინატებზე, კერამოგრანიტებზე, რბილი ავეჯის დიდი ასორტიმენტზე, გაზის წყლის გამაცხელებლებზე, ჭაღებზე, საყოფაცხოვრებო ნივთებსა და ტექნიკაზე. როგორც „გორგიას“ გლდანის ფილიალში „პალიტრანიუსს“ განუცხადეს, იუბილესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სიახლე ასევეა ის, რომ მარტის განმავლობაში მომხმარებლებს შეეძლებათ, 500 ლარიდან შენაძენზე გლდანისა და მუხიანის ტერიტორიაზე უფასო მიწოდებით ისარგებლონ.