ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარის თქმის მიზეზებს განმარტავს. ლუკაშენკო მთავარ მიზეზად აღიარების შემთხვევაში ბელარუსის შესაძლო საერთაშორისო იზოლაციას ასახელებს. ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ხავიერ სოლანამ პირდაპირ უთხრა, რომ თუ აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებდა, ბელარუსს საბანკო სისტემიდან გათიშავდნენ და სრულ იზოლაციაში მოაქცევდნენ.