თბილისის საქალაქო სასამართლოში "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობ ანი ჩირაძის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა.
როგორც "პალიტრანიუსს" ერთ-ერთმა პირმა განუცხადა, მსახიობმა პატრულის თანამშრომელს შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ კი, შეაგინა. თავის მხრივ, კითხვაზე, თუ რატომ იმყოფება სასამართლოში, განაცხადა, რომ კომენტარის გაკეთება არ სურს და რომ "მეგობარს მოყვა". შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი არ კეთდება და ამ დროისთვის უცნობია თუ რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ.
იხილეთ:
სასამართლომ ანი ჩირაძე (ჩიკა) ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო