პარკირების საათობრივი საფასური, სავარაუდოდ, მინიმუმ 50 თეთრით განისაზღვრება - Palitra News

პარკირების საათობრივი საფასური, სავარაუდოდ, მინიმუმ 50 თეთრით განისაზღვრება

2019-02-27 12:32:58+04:00

თბილისი ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით პარკირების საათობრივი საფასური სავარაუდოდ, მინიმუმ 50 თეთრით განისაზღვრება, თუმცა იგი არც იმას გამორიცხავს, რომ გადასახადი კიდევ გაიზარდოს. მისივე განმარტებით, პარკირებაზე საათობრივი გადასახადის სისტემა 1-ელი ივლისიდან, ლესელიძის ქუჩით დაიწყება. ხმალაძის განცხადებით ამ სისტემის მიზანი არა ფულის მოკრება, არამედ მანქანის მოხმარების შემცირებაა.