დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ პარლამენტის წევრებს პირობა მისცა, რომ გადადებს ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცესს, თუ მომავალ თვეს პარლამენტი ბრექსითის შეთანხმებას არ დაუჭერს მხარს. მეის განცხადებით, ბრექსითის შეთანხმებას, რომელშიც გარკვეული ცვლილებები იქნება ასახული, 12 მარტს პარლამენტს კენჭისყრაზე წარუდგენს. თუ მას მხარს არ დაუჭერენენ, მაშინ მომდევნო დღეს გამართება კიდევ ერთი კენჭისყრა ბრიტანეთის ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლასთან დაკავშირებით, თუ ამასაც არ დაუჭერენ მხარს, მაშინ 14 მარტს გაიმართება კიდევ ერთი კენჭსიყრა უკვე ბრექსითის გადავადებასთან დაკავშირებით. რაც იმას ნიშნავს რომ ევროკავშირი 29 მარტის ნაცვლად 2 წლით გადაავადებს ბლოკიდან გასვლას. ტერეზა მეის განცხადებით, მას არ სურს რომ ბრექსითი 2021 წლამდე გადავადდეს.