"მე ვფიქრობ, რომ რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ასეთ სიტუაციაში განხილვა არ არის მართებული" - ამ სიტყვებით მიმართა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, რომან კაკულიას და დეპუტატებს. შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში ოპოზიციამ დაიბარა. გუშის სებმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ კობა გვენეტაძე კომიტეტის სხდომას არ დაესწრებოდა.