გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა საქართველოს სუპერთასის ფინალი, სადაც ქუთაისის "ტორპედომ" "საბურთალო" 1:0 დაამარცხა.შეხვედრის ერთადერთი გოლი 70-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძის გადაცემით მერაბ გიგაურმა გაიტანა და გუნდს ტიტული მოუტანა. მატჩში აშკარა უპირატესობას იმერული კლუბი ფლობდა, თუმცა საქართველოს მოქმედი ჩემპიონების მეკარე, ომარ მიგინეიშვილი დამაჯერებლად გამოიყურებოდა, შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ლიგა სტარტს პარასკევს, პირველ მარტს აიღებს.