"მიტოვებენ მხოლოდ ერთ ჩემთვის უმძიმეს გადაწყვეტილებას, წავიდე ქვეყნიდან" - ზურაბ დათუნაშვილი განცხადებას ავრცელებს - Palitra News

"მიტოვებენ მხოლოდ ერთ ჩემთვის უმძიმეს გადაწყვეტილებას, წავიდე ქვეყნიდან" - ზურაბ დათუნაშვილი განცხადებას ავრცელებს

2019-02-24 16:08:35+04:00

ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი ჭიდაობის ფედერაციაში შაბათს გამართულ სხდომასთან დაკავშირებით განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი თქმით, სხდომაზე არც ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის საკითხი და არც 11 იანვარს მომხდარი შემთხვევა განხილულა, რაც მას ერთადერთ არჩევანს - ქვეყნიდან წასვლას უტოვებს. „მათ არ უნდათ, რომ გეგას უფლებამოსილება შეუჩერონ, ამაზე არც მსჯელობენ. შესაბამისად, მიტოვებენ მხოლოდ ერთ, ჩემთვის უმძიმეს გადაწყვეტილებას - წავიდე ქვეყნიდან. თუ საქართველოდან წავალ, შეუძლიათ ორწლიანი დისკვალიფიკაცია მომცენ და ამ ხნის განმავლობაში ჭიდაობას ვერც ერთი ქვეყნის სახელით ვერ შევძლებ, თუმცა თუკი მეტ გზას არ დამიტოვებენ, ჩემი სიმართლისთვის ესეც მიღირს და ამისთვისაც მზად ვარ.“_ნათქვამია განცხადებაში.