თუ ეს ადამიანი პრეზიდენტად უნდათ, იყოს მათი პრეზიდენტი, მე გამიშვან, შერიგებას არ ვაპირებ - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომის დასრულების შემდეგ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ის გეგა გეგეშიძესთან ერთად ვერ იმუშავებს."ვეტერანები და პრეზიდიუმის წევრები საუბრობდნენ იმაზე, რომ უნდა შევრიგდეთ, ერთი ოჯახი ვართ, ამ შერიგების შემდეგ კი არავინ არ დაიჩაგრება. ჩემი პოზიცია იყო ისეთი, რომ მე ამ ადამიანთან ვერ ვიქნები. თუ ეს ადამიანი პრეზიდენტად უნდათ, იყოს მათი პრეზიდენტი. მე გამიშვან. თუ არ გამიშვებენ, დამბლოკონ. ვეტერანებმა და პრეზიდიუმის წევრებმა მითრეს, რომ ეს უკვე მათ აღარ ეხებათ და უნდა შეათანხმონ ოლიმპიურ კომიტეტთან, სპორტის სამინისტროსთან და პარლამენტთან. შეათანხმონ, მე ველოდები. მე შერიგებას არ ვაპირებ", - განაცხადა დათუნაშვილმა.
იხილეთ: